fbpx
საბერძნეთი

კუნძულ იდრასთან ზუსტად 79 წლის წინ, 2 მაისს ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელმაც 98 ადამიანი შეიწირა

საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საზღვაო კატასტროფა ზუსტად 79 წლის წინ მოხდა და ამდენი წელი დასჭირდა, რომ ეპოვათ გემის ნარჩენები, რომელიც 1945 წლის 2 მაისს 98 ადამიანის საფლავად იქცა.

გემი, სახელად “სპერხიოს”, 1945 წლის 2 მაისს, დიდ ოთხშაბათს ჩაიძირა და სამწუხაროდ, 98 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მისი ნარჩენები კუნძულ იდრასთან, 153 მეტრის სიღრმეზე იპოვეს წყალქვეშა მკვლევარებმა, ბატონი კოსტას თოკტარიდის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული გემის ჩაძირვას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ის 2 მაისს პირეას პორტიდან 17:00 საათზე გავიდა და კუნძულებისკენ მიემართებოდა, მისი მარშრუტი მოიცავდა: სიროსს, სამოსს, ხიოსსა და ლესვოსს. ხალხი სააღდგომოდ მიემგზავრებოდა წარმოშობის კუნძულებზე და გამომდინარე სადღესასწაულო პერიოდიდან, რეისები შეზღუდული რაოდენობით ხორციელდებოდა – ეს იყო პირველი თავისუფალი მიმოსვლა კუნძულებსა და საბერძნეთის დანარჩენ სახმელეთო ტერიტორიას შორის, ომის შემდგომ.

არსებული ინფორმაციით, გემზე მგზავრების დასაშვები რაოდენობა იყო 40, მაგრამ ორჯერ მეტი ჩასვეს, რამაც ცხადია გააორმაგა ბარგის რაოდენობა და სიმძიმეც, რასაც ხომალდი ვერ გაუძლებდა, მეორეს მხრივ კი, ვინაიდან რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გაწვიმდა, ყველა მგზავრმა ერთ მხარეს მოიყარა თავი, რასაც წონასწორობის დაკარგვა მოჰყვა და გემი ამობრუნდა. სამწუხაროდ, არავის ჰქონდა რეაგირების დრო და 98 ადამიანი ხომალდმა ეგეოსის ზღვის სიღრმეში გაიყოლა.

 

onalem

ტესტ