fbpx
საბერძნეთი

სადღესასწაულო გრაფიკი საბერძნეთში – რომელ კვირა დღეებში იქნება მაღაზიები ღია?!

ცნობილი გახდა 2023 წლის სადღესასწაულო გრაფიკის შესახებ, რომლითაც მაღაზიები იმუშავებენ. ვინაიდან შობა-ახალი წელი ახლოვდება, საშუალება გვექნება, რომ მაღაზიებს ვეწვიოთ კვირა დღეებშიც და საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრები შევიძინოთ.

მაღაზიები ღია იქნება 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს და 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს. მათი სამუშაო გრაფიკი იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე და ზოგიერთი დიდი მაღაზია ღია იქნება 20:00 საათამდეც.

მოგვიანებით, რაც შეეხება, ზამთრის გრანდიოზულ ფასდაკლებებს, ისინი დაიწყება 8 იანვარს და ძალაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით.

აღნუშნული ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიები ღია იქნება კიდევ ერთ კვირა დღეს, 14 იანვარს და სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ