fbpx
საბერძნეთი

ზომების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი საბერძნეთში – რა იხსნება ორშაბათიდან?!

ნიკოს ხარდალიასმა საგანგებო ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ საბერძნეთში ზომების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი დგება. რაზე ისაუბრა მინისტრის მოადგილემ?!

ორშაბათიდან იხსნება სავარჯიშო დარბაზები და ღია კორტები. 31 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება სავარჯიშოდ წასვლა, თუმცა, ცხადია, აქაც იმოქმედებს უსაფრთხოების მკაცრი წესები.

სავარჯიშო დარბაზებში აკრძალულია კონდენციონერის ჩართვა, ფანჯრები უნდა იყოს ყოველთვის ღია. რაც შეეხება მომუშავე პერსონალს, ისინი ვალდებულნი არიან, გაიკეთონ თვითტესტირება და ატარონ ან ორმაგი პირბადე ან ისეთი პირბადე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას.

ხარდალიასმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა ქორწილებში სტუმრების ლიმიტის საკითხი.

ამასთანავე, დღეიდან ამუშავდა ღია თეატრები და დასაშვებია კონცერტების ჩატარება, რომელზეც სტუმრების მხოლოდ 50% დაიშვება, სავალდებულოა პირბადის ტარება და მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული დისტანციები.

15 ივნისიდან მოსალოდნელია, რომ გაუქმდეს ქუჩის ბაზრებში დახლების 50%-იანი ლიმიტიც, ანუ დასაშვები გახდეს კვლავ ყველა დახლის განლაგება, რაც იქამდე იყო.

onalem

ტესტ