fbpx
საბერძნეთი

დეკემბერი საგაზაფხულო ამინდით შემოდის – შაბათ-კვირას 22 გრადუსი საბერძნეთში

მაღალი ტემპერატურა, აფრიკული მტვერი და სამხრეთის ქარი – ასე გვემშვიდობება საბერძნეთში ნოემბერი და დეკემბრის თვე თბილი ამინდებით დგება. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, შაბათ-კვირას საბერძნეთში 22 გრადუსია მოსალოდნელი, ნალექისა და ჩრდილოეთის ქარის გარეშე.

ნოემბრის თვეში იყო ბევრი არასტაბილური დღე, ზოგ შემთხვევაში ტემპერატურა ვარდებოდა რადიკალურად, შემდეგ კი, ისევ იმატებდა. დასავლეთ საბერძნეთში შესაძლოა მსგავსი ამინდი შენარჩუნდეს პარასკევამდე, თუმცა, 2 დეკემბრიდან, შაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

შაბათ-კვირას გაბატონდება სამხრეთის ქარები, მოსალოდნელია აფრიკული მტვერი, ხოლო ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

ათენში მოსალოდნელია დღეს 20 გრადუსი, ხვალ ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება, პარასკევსა და შაბათსაც თბილი, მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თესალონიკს, კვირის ჩათვლით 17-და ნ 19 გრადუსამდეა მოსალოდნელი, თუმცა, ორშაბათიდან ტემპერატურა რადიკალურად იკლებს, 11 გრადუსამდე.

onalem

ტესტ