fbpx
საბერძნეთი

ბერძნები სახელმწიფოს ემიგრანტებისთვის მუშაობის ნებართვის მარტივად გაცემას სთხოვენ, რომ ლეგალურად დაასაქმონ

საბერძნეთში მუშახელის დეფიციტი ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აგდებს ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც სხვადახვა ფერმებსა და პლანტაციებს ფლობენ. ბერძნები აღნიშნულ სამუშაოებზე მუშაობის ინიციატივას არ იჩენენ, ხოლო ემიგრანტები, რომლებიც საბერძნეთში უკანონოდ არიან, ოფიციალურად გაფორმებას ვერ ახერხებენ.

როგორც ირკვევა, მეწარმეები სახელმწიფოს სთხოვენ, რომ გაამარტივოს ემიგრანტებისთვის საბერძნეთში ბინადრობისა და მუშაობის უფლების გაცემა, თუნდაც, ეს იყოს დროებითი, რამდენიმე თვიანი ნებართვა. მათი განცხადებით, უწევთ ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, რომ პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან ჩამოიყვანონ ადამიანები სამუშაოდ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ დროს უკავშირდება, დრო კი, არ აქვთ.

საუბარია ბინადრობისა და მუშაობის ნებართვებზე, რომლებიც გაიცემა საბერძნეთსა და კონკრეტულ ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე, როდესაც ადამიანები სამუშაო მიზნით ჩამოდიან მას შემდეგ, რაც მიგრაციის სამსახური ამის უფლებას გასცემს.

onalem

ტესტ