fbpx
საბერძნეთი

“კარანტინი აუცრელებს, პირბადე ღია სივრცეშიც, დაკეტილი სკოლები” – მკაცრი მოთხოვნა საბერძნეთის მთავრობის მისამართით

პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორი, ნიკოს კაპრაველო, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრობს და ზომების გამკაცრებას ითხოვს, ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე. ის ხაზს უსვამს, რომ თესალონიკის საავადმყოფოებში კატასტროფული ვითარებაა და საბერძნეთის მთავრობამ აუცილებლად უნდა მოიმოქმედოს რაიმე.

“თესალონიკის საავადმყოფოებში ყოველდღე ბრძოლის სცენებია. თითოეული მათგანი რეანიმაციულ პაციენტებს რეანიმაციის გარეთ მკურნალობს. ეს არის ტრაგედია, ადგილები აღარ არის.

აუცილებელია სახელმწიფო ჩაერიოს მკვეთრად იმისთვის, რომ შობის აღნიშვნა შევძლოთ. სასწრაფოდ გვჭირდება ახალი ზომების მიღება. უნდა დაიხუროს სკოლები, აუცილებლად უნდა დაწესდეს პირბადის ყველგან, ღია სივრცეებში ტარების ვალდებულება და კარანტინი უნდა დაუწესდეთ აუცრელებს. არ შეიძლება 70 პაციენტი ერთად მოდიოდეს, ჩვენ ხელებს ვიფშვნეტდეთ, სახელმწიფო კი, საფლავებს ითვლიდეს.

სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ახალი ზომები და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა,” აცხადებს ექიმი და პროფესორი.

 

onalem

ტესტ