fbpx
საბერძნეთი

ექსტრემალური სიცხე, რომლის გაძლებაც ადამიანის ორგანიზმს უჭირს – ევროპაში სიკვდილიანობა, ამ მიზეზით, 30%-ით გაიზარდა

ევროპა მზარდი, ექსტრემალური სიცხეების წინაშე დგას, რომელთა გაძლებაც ადამიანის ორგანიზმისთვის სირთულეს წარმოადგენს. ყოველ ზაფხულს ტემპერატურა სულ უფრო და უფრო იმატებს, კლიმატური ცვლილებების გამო და თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში დიდი კატასტროფების წინაშე დავდგებით, თუმცა, ნაწილი, ფაქტობრივად უკვე ხდება, ეტაპობრივად.

ევროპის ორმა კვლევითმა სააგენტომ უკვე წარადგინა ანგარიში, რომელშიც განმარტა 2023 წელს დაფიქსირებული ექსტრემალური პირობების შესახებ, მათ შორის ივლისის თვეში არსებული განსაკუთრებით ძლიერი სიცხის შესახებ, რამაც ევროპის სამხრეთი ტერიტორიის 41%-ზე გამოიწვია ექსტრემალური “სითბური სტრესი”.

ძლიერი სიცხისადმე განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ გარეთ, ღია ცის ქვეშ, ასევე, ხანდაზმულები, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად: იტალიის რამდენიმე რეგიონში გასული წლის ივლისში დაღუპულთა რიცხვი, ნორმალურთან შედარებით, გაიზარდა 7%-ით.

2023 წელს ესპანეთში, საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის რეგიონებში გვქონდა 10 დღიანი ექსტრემალური “სითბური სტრესი”, ხოლო სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით, ბოლო 20 წლის მანძილზე, სიკვდილიანობა გაიზარდა 30%-ით, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

ექსპერტები მთავრობებსა და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებენ, მიიღონ შესაბამისი ზომები და როგორც მინიმუმ, დაიცვან ადამიანები, რომლებიც ღია სივრცეში მუშაობენ.

onalem

ტესტ