fbpx
საბერძნეთი

უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა “ზარმაცი” მოსამართლე, რომელსაც 2,5 წლის შემდეგ გამოჰქონდა გადაწყვეტილებები

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას 2,5 წელს ანდომებდა. ბერძნული მართლმსაჯულებისთვის უცნაური არ არის აღნიშნული მოვლენები, მაგრამ კონკრეტული მოსამართლე საფრთხეს ქმნიდა იმ კუთხითაც, რომ დანაშაულები უკვე ხანდაზმულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

46 წლის მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც უამრავი საჩივარი შევიდა მისი მუშაობის მეთოდთან დაკავშირებით, ის წლობით ალოდინებდა ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს, სანამ საქმეებს განიხილავდა და გადაწყვეტილებებს გამოიტანდა.

არსებული ცნობებით, მას უახლოეს წარსულში ჩამოერთვა 59 საქმე, რადგან იმდენად გააჭიანურა გადაწყვეტილების გამოტანა, რომ დანაშაულები უკვე მალე ხანდაზმულად ჩაითვლებოდა და საერთოდ აღარ იქნებოდა შესაძლებელი დამნაშავეთა დასჯა. სწორედ ამიტომ საქმეები მის სხვა კოლეგებს გადასცეს.

ამას გარდა, ირაკლიოში მსახურობისას მას ჩამორთმეული ჰქონდა კიდევ 44 საქმე, იგივე მიზეზით. “ზარმაც” მოსამართლეს აღნიშნული სტატუსი შეუჩერეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ დაუტოვეს უფლება, რომ იმუშაოს საჯარო სექტორში სხვა პოზიციაზე.

onalem

ტესტ