fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 830 ევროა – როგორ გამოითვლება აღდგომის საჩუქარი?!

დღეიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასის მატება ძალაში შევიდა და შეადგენს 830 ევროს (სოციალურ დაზღვევასთან ერთად). შრომის მინისტრმა, დომნა მიხალიდუმ, დღეს დილით საუბარში აღნიშნა, რომ წელს სააღდგომო საჩუქარი, რომელიც დამსაქმებლებმა თანამშრომლებს უნდა ჩაურიცხონ, განისაზღვრება მომატებული ხელფასის ფარგლებში და არა ძველი მაჩვენებლების მიხედვით.

სააღდგომო საჩუქარი ეკუთვნის კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ფულადი სახე და არ შეიძლება იყოს მატერიალური ნივთი. თანხის რაოდენობა ყოველთვის ითვლება ყოველი წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე მუშაობის გაანგარიშებით. თუ თანამშრომელი მთელი აღნიშნული პერიოდი მუშაობდა, მას ეკუთვნის ხელფასის ნახევარი, თუ აქვს ფიქსირებული ხელფასი, ხოლო თუ ხელფასს იღებს დღეების მიხედვით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის 15 დღის თანხა.

წელს ბოლო ვადა, როცა დამსაქმებელმა აღნიშნული თანხა უნდა დარიცხოს, არის დიდი ოთხშაბათი, ამ შემთხვევაში 1-ლი მაისი.

დომნა მიხალიდუმ ხასი გაუსვა იმასაც, რომ მინიმალური ხელფასის მატებამ ავტომატურად გამოიწვია უმუშევრობის დახმარების გაზრდაც, რაც 479 ევროდან, 510 ევრომდე ავიდა.

onalem

ტესტ