fbpx
საბერძნეთი

ათენში დღეს ღამიდან ამინდი უარესდება – ქარისა და წვიმის გაძლიერება პირეადან დაიწყება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ღამის საათებში ათენში ამინდი გაუარესდება. როგორც უკვე ცნობილია, იონიის ზღვაში ხმელთაშუაზღვიური ციკლონი მძვინვარებს, რომელმაც უდიდესი ზარალი უკვე გამოიწვია.

Meteo.gr-ის ცნობით, ღამის საათებიდან ათენში მოსალოდნელია ამინდის ცვლილებები, რაც გამოიწვევს  ძლიერ წვიმასა და ქარს. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომლის ძალაც 5 ბალს მიაღწევს, ხოლო სარონიკის ყურეში 7 ბალამდე იქნება. ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 20-დან 27 დრადუსამდე.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, პირეოსის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ციკლონის გამო მთელი სახელმწიფო მექანიზმი ძალაშია, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად სწორად იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

პირეა:

 

onalem

ტესტ