fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის რომელ კუთხეში ცოცხლობენ ადამიანები ყველაზე მეტხანს – ქალები ყველგან უფრო მეტი წელი ცოცხლობენ

Eurostat-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენი წელია საბერძნეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი, რომელი რეგიონი ლიდერობს ყველაზე ხნიერი ხალხით და ასევე, როგორია ამ მაჩვენებლების მიმართება ევროპის ზოგად საერთო მაჩვენებლებთან.

როგორც კვლევის მიხედვით გაირკვა, საბერძნეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 80, 2 წელია, რაც თითქმის იგივეა, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი – 80,1. ქალები საშუალოდ უფრო მეტს, 82,9 წელი ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები – 77,4 წელი.

ამ მხრივ, საბერძნეთიც არ არის გამონაკლისი, თუმცა, დიდია ვარიაციები იმის მიხევით, თუ რომელ რეგიონზე ვსაუბრობთ. მაგალითად: თრაკიში, მაკედონიაში, ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონისოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 76,4-77,6 წელი, ხოლო ქალებისთვის 83-83,4.

იონიის კუნძულებზე მამაკაცები საშუალოდ 78,1 წელი ცოცხლობენ, ხოლო ქალები 83,4 წელი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მამაკაცები 80,5 წელს აღწევენ, ხოლო ქალები 83,4 წელს. სამხრეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79,1 წელია, ხოლო ქალების 83,4 წელი.

აღმოსავლეთ პელოპონისოში: არკადიაში, მანიში, არგოლიდასა და მესინიაში მამაკაცები საშუალოდ ცხოვრობენ 78,1 წლამდე, ხოლო ქალბატონები 83,7 წლამდე.

 

onalem

ტესტ