fbpx
საბერძნეთი

სამი დამატებითი სადგური და მე-2 ხაზის გაფართოვება ილიონამდე – ცვლილებები ათენის მეტროში

ტენდერმა, რომელიც გასულ მაისში გამოცხადდა, სულ ოთხი კომპანია მოიზიდა, მიმდინარე პერიოდში კი, მოსალოდნელია, რომ დასრულდეს მისი დამტკიცების ფორმალური პროცედურები.

საუბარია ტენდერზე “ბერძნული მეტრო”, რომელიც ეხება მე-2 ხაზის გაფართოვებას ილიონამდე და დამატებით სამი სადგურის მშენებლობას. დაახლოებით 4 კილომეტრზე განხორციელდება მიწისქვეშა ორმაგი ხაზის გაფართოვების სამუშაოები.

რაც შეეხება სადგურებს, რომელთა მშენებლობაც დაგეგმილია, არის: ΠΑΛΑΤΙΑΝΙ, რომელიც იქნება თივონისა და კაპადოკიას ქუჩებზე იქნება განთავსებული, მეორე სადგური არის ΙΛΙΟΝ, ხოლო ბოლო სადგური, ΑΓΙΟΣ ΝΙΚΟΛΑΟΣ, აშენდება აგიოს ნიკოლაოსა და პარამითიას ქუჩების კვეთაზე.

პროექტის ღირებულება 682 მილიონი ევროა და მოსალოდნელია, რომ განხორციელდეს 57 თვის მანძილზე ანუ მაქსიმალური ვადა არის 5 წელი.

მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვება სრულიად შეცვლის გადაადგილების ჩვევებს და დიდი შვება იქნება მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც ამჟამად მეტროზე წვდომა არ აქვს.

onalem

ტესტ