fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკის საავადმყოფოში სამი ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც ექთნად არაკანონიერად მუშაობდა

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში შემოწმებების შედეგად, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც კერძო ექთნად არაკანონიერად მუშაობდა. მათ არ აღმოაჩნდათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები.

შემოწმება ჩრილოეთ ატიკის უცხოელთა დეპარტამენტის მიერ ღამის საათებში ჩატარდა, სწორედ ამ დროს საავადმყოფოში ქართველი ქალები მუშაობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციამ სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარდა, თავად საავადმყოფოს თანამშრომელთა სიაც მოითხოვა, რომელშიც ისინი დარეგისტრირებულნი არ იყვნენ, ქართველები დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკებსა და საავადმყოფოებში უცხოელი ქალების არაკანონიერ მუშაობას ნეგატიური ეფექტი აქვს ქვეყნის სახელმწიფო სადაზღვევო სამსახურის შემოსავლებზე, რადგან მათზე არ გაიცემა ოფიციალური დასაზღვევო საბუთები და ქვითრები.

თითოეული დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ