fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ომონია, სინდაღმა, აგიოს პანტელეიმონა – პოლიციამ 138 უცხოელი დააკავა

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციაა, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ ბოლო პერიოდში ათენის ცენტრალურ უბნებში ჩაატარა. ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის 138 მოქალაქე, რომლებიც ძირითადად ომონიაზე აიყვანეს.

138 დაკავებულიდან 93 კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა ედება ბრალად, 45 მათგანს კი შენობის არალეგალურად დაკავება, ექსარხიის ტერიტორიაზე, ასევე, იქ მცხოვრები მოსახლეობის შეწუხება. დაპატიმრებულთაგან უმრავლესობა მაროკოს მოქალაქეა, ასევე არიან ალჟირელები, ავღანელები, პაკისტანელები და ბანგლადეშელები.

21 უცხოელი აქამდეც ნასამართლევი იყო, ხოლო საერთო ჯამში პოლიციის მხედველობის არეში არის 213 უცხოელი, რომელიც კრიმინალური ორგანიზაციის წევრია.

ატიკის პოლიციის დეპარტამენტმა უცხოელები ომონიის, აგიოს პანტელეომონას, სინდაღმის, ექსარხიის და აკროპოლოს ტერიტორიებზე აიყვანა.

ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, თანხა და სხვადასხვა აქსესუარები, რომლებსაც ისინი მოსახლეობას ართმევდნენ.

onalem

ტესტ