fbpx
საბერძნეთი

აღდგომის კვირა ძლიერი ქარით საბერძნეთში – ხანძრების მაღალი რისკი და სამოქალაქო დაცვის სამსახურის მობილიზება

აღდგომის კვირა საბერძნეთში ქარის გაძლიერებით იწყება. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მოსალოდნელია, რომ ქარი ოთხშაბათამდე შენარჩუნდეს, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა დასუსტდება. ამას გარდა, სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში ნალექს გვპირდებიან, წვიმის სახით, რასაც თან ახლდება მაღალი ტემპერატურა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო დაცვის სამსახური, ხანძრების გაჩენის მაღალი რისკიდან გამომდინარე. საბერძნეთში წელს გაცილებით ადრე დაიწყო ე.წ. “ხანძრების სეზონი”, ვინაიდან მარტის თვიდან სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა.

ვასილის კიკილიასი მოუწოდებს სახანძრო სამსახურის ბრიგადებს და რისკების შემფასებელ ორგანოებს, რომ ყველაფერი გააკეთონ პრევენციისთვის, ხოლო თუ ხანძრები მაინც დაფიქსირდება, შეასრულონ შესაბამისი სამუშაოები, პირველ რიგში მოქალაქეთა და შემდეგ გარემოს დასაცავად.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ხანძრების უმეტესობა არ ჩნდება თავისით, მხოლოდ ბოლო 24 სთში საბერძნეთში სამი ადამიანი დააკავეს, ცეცხლის გაჩენის ბრალდებით.

onalem

ტესტ