fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო ნისლი კრეტაზე – აფრიკული მტვერი, ნესტი და 28-30 გრადუსი

კუნძულ კრეტადან უპრეცენდენტო ვითარების ამსახველი კადრები ვრცელდება. აფრიკული მტვრისა და ნესტის “კოქტეილმა” ხშირი ნისლი შექმნა და ფოტოებიდანაც ჩანს, თუ რამდენად შეზღუდულია ხილვადობა.

მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს მოსახლეობისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სანაპიროებზე გასულიყო, ვინაიდან ტემპერატურამ 28-30 გრადუსს მიაღწია.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სამშაბათამდე ჰაერი შესაძლოა 31 გრადუსამდეც გათბეს და ამ მაჩვენებელს გადააჭარბოს კიდეც.

ბევრმა ადამიანმა აღნიშნული სიცხით ისარგებლა და ზღვაშიც იბანავა.

onalem

ტესტ