fbpx
საბერძნეთი

დილის საათებში ტემპერატურამ უკვე 33 გრადუსს მიაღწია – ხვალიდან აფრიკული მტვერი საბერძნეთს დატოვებს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ დილიდან აფრიკული მტვრის ინტენსივობა საბერძნეთში ძლიერი აღარ იქნება და ფენომენი ქვეყანას ნელ-ნელა დატოვებს.

დილიდან მტვრის ინტენსივობა საკმაოდ შესამჩნევია და როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, დილის 8 საათზე ტემპერატურა უკვე 33 გრადუსი იყო კიპარისიაში, რეთიმნოში 31 გრადუსი, ხანიაში კი 31,6 გრადუსი. მიმდინარე სეზონისთვის აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ნორმალური.

აფრიკული მტვერი ტემპერატურის რადიკალურ მატებას იწვევს და ფენომენი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს კრეტაზე, რომელიც აფრიკის კონტინენტთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. დღეს ნავარაუდევია ტალახიანი წვიმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ხვალიდან, 24 აპრილიდან, აფრიკული მტვერი საბერძნეთს დატოვებს და ჰაერი შედარებით გაიწმინდება, სინოპტიკოსები წვიმას არ გვპირდებიან, ხოლო კვირის ბოლომდე რაიმე რადიკალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

onalem

ტესტ