fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენში ღორის გრიპით გარდაცვლილებს შორის ორი ქართველი ემიგრანტი ქალია

საბერძნეთში ეპიდემიამ პიკს მიაღწია და გარდაცვლილთა შორის არიან არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც ღორის გრიპით (H1N1) იყვნენ დაინფიცირებულები.

ისინი 42 და 58 წლის ქალები არიან.

მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ვრცელდება ინსტრუქცია, რომელიც გარკვეულწილად დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ მომაკვდინებელი ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი:

  1. პირველი ყველაზე ეფექტური და გარანტიის მქონე საშუალება ვაქცინაციაა. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, მოზრდილებს 60 წლიდან და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად.
  2. უმნიშვნელოვანესია, რომ თუკი შენიშნავთ, რომ იმაზე ცუდად ხართ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი გაციების შემთხვევაში ხდება, დროულად მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას და დროულად მოხდეს თქვენი დიაგნოსტირება. ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც ღორის გრიპს ადრეულ ეტაპზე დაამარცხებს და ვირუსს გართულებების გარეშე გადაიტანთ.
  3. მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, რაც შეეხება ხელის ხშირ დაბანას, ასევე დაცემინებისა და ხველისას პირზე ხელის აფარებას და ა.შ.
  4. დაინფიცირების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ საბოლოოდ ხართ გამოჯანმრთელებული და ისე დაუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას.
  5. ხშირად გაანიავეთ ოთახები.შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ღორის გრიპით 23 ადამიანი გარდაიცვალა.

onalem

ტესტ