fbpx
მსოფლიოსაზოგადოებაჯანმრთელობა

ბავშვი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და შემდეგ საშვილოსნოში დააბრუნეს, აპრილში დაიბადება

შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, უპრეცენდენტოა. ახალგაზრდა წყვილმა დიდ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და საკუთარი ჯერ არ დაბადებული შვილისთვის მუცლად ყოფნის პერიოდში ოპერაციის გაკეთებაზე დათანხმდა, რადგან ამაზე, ფაქტობრივად, ბავშვის მომავალი იყო დამოკიდებული. ჩვილი მუცლიდან ამოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს და შემდეგ ისევ საშვილოსნოში დააბრუნეს!

აღნიშნული ოპერაცია ინგლისში, ბელგიელი ქირურგების მიერ ჩატარდა. ქალი 20 კვირის ორსული იყო, როცა გაიგეს, რომ ემბრიონს გენეტიკული ანომალია ჰქონდა და დაბადების შემდეგ ხერხემალზე სერიოზული პრობლემა ექნებოდა, რომელიც ზურგის ტვინზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა და შესაბამისად ბავშვი ნორმალურად ვერ განვითარდებოდა.

მშობლებმა ამის გამო სერიოზული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაყოფისთვის ოპერაციის გაკეთებაზე დათანხმდნენ. 26 წლის გოგონა ამბობს, რომ მათ ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ.

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში, მშობლების 80% წყვეტს ორსულობას, როცა იგებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

“მე ვგრძნობ ჩემს შვილს ჩემს შიგნით და ეს ისეთი განსაკუთრებული გრძნობაა. მინდა სხვებს ვაჩვენო, რომ ისინი სიცოცხლეს იმსახურებენ,” თქვა ბავშვის დედამ.

პატარა გოგონა სამყაროს აპრილში მოევლინება.

onalem

ტესტ