fbpx
საზოგადოება

ყურადღება! დღეს ნიკოს ხარდალიასი ატიკაში ახალ ზომებს გამოაცხადებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს, 18:00, საათზე ნიკოს ხარდალიასი ახალ ზომებს დაასახელებს, რომლებიც მთავრობამ ატიკაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დააწესა.

წინასწარი ცნობებით, საუბარია სამ ძირითად საკითხზე:

  1. პირბადის უნივერსალური ტარება – ანუ თითოეულმა ადამიანმა, ატიკის რეგიონში, პირბადე უნდა ატაროს ყველგან, დახურულ და ღია სივრცეებში.
  2. 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის გამოცხადდება კარანტინი, ანუ იზღუდება მათი გადაადგილება, ვინაიდან წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს.
  3. შეიცვლება კიოსკების მუშაობის გრაფიკი, რათა არ მოხდეს ალკოჰოლის გაყიდვა ღამის საათებში.

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, პროფესორ გიგას მაიორკინისთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ვასილი კოდოზამანისთან ერთად ოფიციალურ განცხადებებს საღამოს პირდაპირ ეთერში გააკეთებს.

onalem

ტესტ