fbpx
საბერძნეთი

ომონია, პატისიონი, სინდაღმა – ხვალ მოსალოდნელია ათენის ცენტრის გადაკეტვა

საგზაო პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას ათენის ცენტრში ხვალ მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით. საპროტესტო აქციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დაიკეტება ცენტრალური გზები.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ზომები მიიღება იმის მიხედვით, თუ როგორ გადაადგილდებიან დემონსტრანტები, თუმცა, არსებობს გზების ჩამონათვალი, რომლებიც დაკეტილი იქნება: ომონიის მოედანი და მის გარშემო ქუჩები, პატისიონი, პროპილეას გასწვრივ მდებარე ქუჩები, ეოლუ, სინდაღმა და მისი მიმდებარე ქუჩები: იგულისხმება ოთონოს, ვასილისის ამალიას, ვასილისის სოფიას, ასევე, პანეპისტიმიუ, სტადიუ.

ავტობუსები და ტროლეიბუსები ხვალ იმუშავებენ 09:00-დან 21:00 საათამდე, საპროტესტო აქცია კი, დაგეგმილია 11:00 საათიდან. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია გზების ეტაპობრივი გადაკეტვა, როდესაც დემონსტრანტები კლავთმონოზე შეიკრიბებიან და ცენტრისკენ დაიწყებენ გადაადგილებას.

 

onalem

ტესტ