fbpx
საბერძნეთი

ოთხშაბათს, 1-ელ მაისს, ათენში ავტობუსები 09:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ

როგორც უკვე ცნობილია, ათენში 1-ელ მაისს, ოთხშაბათს, სარკინიგზო ტრანსპორტი: მეტროს სამივე ხაზი და ტრამვაი, 24 საათით იფიცებიან. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა სახით შეუერთდებიან ავტობუსის მძღოლები აღნიშნულ საპროტესტო აქციას.

კერძოდ, 1-ელ მაისს ათენის ავტობუსები იმოძრავებენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი მუშაობას სრულად განაახლებენ 10:00 საათიდან, ხოლო რეისების შეწყვეტას დაიწყებენ 20:00 საათის შემდეგ, შესაბამისად, გაჩერებებზე ზუსტად 09:00 და 21:00 საათებზე არ გამოივლიან.

რეისები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება მხოლოდ ΚΤΕΛ-ის ავტობუსების მიერ მთელი დღის მანძილზე.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისი არ არის უქმე დღე, ვინაიდან გადატანილია 7 მაისს (სწორედ ამ დღეს იქნება დასვენება), გამომდინარე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან.

onalem

ტესტ