fbpx
საბერძნეთი

სად მიდიან ბერძნები სააღდგომოდ? გადავსებული სასტუმროები და 20%-ით მეტი ჯავშნები, გასულ წელთან შედარებით

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და როგორც სასტუმროს მეპატრონეთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, წელს ჯავშნების რაოდენობა 20%-ით მეტია, ვიდრე ეს გასული წლის იგივე პერიოდში იყო. საინტერესოა, თუ რომელ მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას ბერძნები და სად მიემგზავრებიან აღდგომის გასატარებლად…

როგორც ირკვევა, ყველაზე პოპულარულია ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები, ხიოსი, ლეროსი და ლესვოსი, ასევე ბევრი ადამიანი ირჩევს ტინოსს, სიროსს, პაროსს, სანტორინს, მიკონოსს, როდოსს, პატმოსს, კოსს.

დოდეკანესსა და კიკლადესს არ ჩამორჩება არც იონიის ზღვის კუნძულები, საიდანაც ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კერკირა, სადაც განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ აღდგომის აღსანიშნავად, ასევე, კეფალონია, ზაკინთო და ითაკი.

არსებული მონაცემებით, სასტუმროები თითქმის მთლიანად სავსეა და ტურისტული ტენდენცია გაზრდილია გასულ წელთან შედარებით.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ რეისებზე, განსაკუთრებით ათენთან ახლოს მდებარე კუნძულების მიმართულებით, გემების ბილეთები სრულად არის გაყიდული.

onalem

ტესტ