fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პირველი ებრაელი ტურისტები ვაქცინაციის ცნობით შემოვიდნენ

საბერძნეთში პირველი ებრაელი ტურისტები ვაქცინაციის ცნობით შემოვიდნენ. როგორც უკვე ცნობილია, ისრაელში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია და ქვეყანამ ამ მხრივ, ფაქტობრივად, რეკორდი მოხსნა. იქ ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას უკვე დაუბრუნდნენ.

ირკვევა, რომ დღეს დილით, 11:00 საათისთვის, ათენის საერთაშორისო აეროპორტმა ტურისტები მიიღო და მათ წარმოდგენილი ჰქონდათ სერთიფიკატები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი ვაქცინირებულები არიან და შესაბამისად, არ ექვემდებარებიან კარანტინს ან რაიმე დამატებით შეზღუდვებს.

როგორც ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარიმ განაცხადა, ტურისტული სეზონი ოფიციალურად 14 მაისიდან იხსნება, თუმცა, მანამდე მოქმედებს საპილოტე პროგრამა.

როგორც უკვე ცნობილია, ვაქცინაცია და შესაბამისად, ვაქცინაციის სერთიფიკატი არ წარმოადგენს ვალდებულებას მოგზაურობისთვის, მაგრამ მისი ქონის შემთხვევაში, მიმოსვლა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული.

onalem

ტესტ