fbpx
საბერძნეთი

28 გრადუსი დღეს საბერძნეთში, ხუთშაბათიდან კი, აფრიკული მტვრის მორიგი ნაკადი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება და როგორც ირკვევა, ზოგან გადააჭარბებს კიდეც, შესაბამისად, შვებულებაში მყოფი ხალხი დღეს კარგი ამინდის პირობებში დაბრუნდება ათენში.

დღეს ბოლო უქმე დღეა, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ე.წ. “დიდი დაბრუნება”, უამრავი მანქანა ათენის მიმართულებით, ვინაიდან სააღდგომოდ ათასობით ადამიანი გავიდა ქალაქგარეთ.

სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ მაისის თვეში აფრიკული მტვრის მორიგი ტალღა გვექნებოდა და ჩანს, რომ ეს პროგნოზი მართლდება. არსებული ცნობებით, ხუთშაბათიდან აფრიკული მტვრის ნაკადი ისევ შემოიჭრება საბერძნეთში და აღნიშნულს თან ახლდება წვიმა. პარალელურად, მოსალოდნელია, რომ გაძლიერდეს ქარი და ტემპერატურამ მცირედით იკლოს.

კონკრეტულად საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, ხუთშაბათს აღნიშნული ფენომენი დასავლეთ ევროპიდან შემოიჭრება და შენარჩუნდება პარასკევ დღესაც.

მიუხედავად აღნიშნულისა, სინოპტიკოსები ზუსტ პროგნოზს, თუ რამდენად ძლიერი იქნება ფენომენი, ვერ აკეთებენ და ინფორმაციას კიდევ ერთხელ მომდევნო ორ დღეში გაავრცელებენ.

onalem

ტესტ