fbpx
საბერძნეთი

თვითმფრინავის იძულებითი დაშვება თესალონიკში: ნასვამი რუსი მგზავრები ეკიპაჟს თავს დაესხნენ

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც მაკედონიის აეროპორტში დაჯდა, საერთოდ არ მოფრინავდა თესალონიკის მიმართულებით. ხომალდი ასრულებდა რეისს ინგლისი-თურქეთი და როგორც ირკვევა, ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

როგორც მედია იუწყება, ხომალდი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, როდესაც ორმა რუსმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ეკიპაჟის წევრებს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაესხა თავს მათ. ვინაიდან, რუსი მამაკაცები არ ჩერდებოდნენ და უფრო და უფრო დიდ ალიაქოთს იწვევდნენ, პილოტმა დაუყოვნებლივ ითხოვა, რომ მაკედონიის აეროპორტში დაშვების უფლება მიეცათ, რომელიც მიიღო კიდეც.

არსებული ცნობებით, ხომალდი უსაფრთხოდ დაჯდა თესალონიკში, ორი მამაკაცი კი, ბორტიდან ჩამოიყვანეს და დააკავეს. მათ ალკოჰოლური სასმლის რამდენიმე ბოთლიც აღმოუჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, თვითმფრინავში ყოფნისას დაცალეს.

რუსეთის ორივე მოქალაქე შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ