fbpx
საბერძნეთი

“დიდი სააღდგომო გასვლა” აქტიურ ფაზაში – ბერძნები კუნძულებისკენ მიემგზავრებიან

დღეს დიდი ხუთშაბათია და აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის დედაქალაქიდან.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ათენს ათასობით ბერძენი ტოვებს და კუნძულებისკენ გადაადგილების ტენდენცია გაზრდილია 30%-ით, გასულ წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ შეფერხებებია სახმელეთო გზებზეც, სადაც ატიკის გზატკეცილზე მანქანები 20 წუთი მაინც დგანან საცობში.

დღეს დაგეგმილია 38 რეისის შესრულება არგოსარონიკოს ყურის კუნძულების მიმართულებით, 22 კიკლადესის კუნძულების მიმართულებით.

გუშინ, 1-ელ მაისს, ათენი დატოვა 13.000-მდე ადამიანმა, გაზრდილია მგზავრთა რაოდენობა დღესაც.

არსებული ცნობებით, სასტუმროებში ჯავშნების 80%-90% შევსებულია და წელს 20%-ით მეტმა ადამიანმა ისარგებლა სასტუმროების მომსახურებით და საუბარია მხოლოდ სააღდგომო პერიოდზე.

onalem

ტესტ