fbpx
საბერძნეთი

“განიხილება გადაადგილების აკრძალვა რეგიონებს შორის” – სტელიოს პეცას პასუხი კარანტინის დაწესებაზე ატიკაში

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა, ტელეკომპანია Open-თან საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად პროფესორთა პროგნოზისა, მთავრობა ატიკის რეგიონში სრული კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს. პეცასის თქმით, რაც ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ დავაკვირდეთ, როგორ იმოქმედებს მიღებული ზომები ინფიცირებულთა რაოდენობაზე.

“ახლა უნდა ვნახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ზომები. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ისინი, რათა თავიდან ავირიდოთ უარესი. თუ საჭირო გახდება, ერთ-ერთი ზომა, რომელსაც მივიღებთ, იქნება გადაადგილების აკრძალვა რეგიონებს შორისაც. ნამდვილად არ დავფიქრდებით ამ აკრძალვის დაწესებაზე, თუკი ამას ექსპერტები გვირჩევენ.

ის სიახლეები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას გამოაცხადა და ეხება თესალონიკსა და სერესს, არის იმისთვის, რომ ნოემბერში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა “მოვათვინიეროთ”, დეკემბერი კი ბევრად უფრო ოპტიმისტური იქნება, გვინდა ამოძრავდეს ვაჭრობა, რომ დიდი ეკონომიკური ვარდნა არ გვქონდეს…” – განაცხადა პეცასმა.

შეგახსენებთ, რომ თესალონიკსა და სერესში მოქმედებს SMS-ის საშუალებით გადაადგილება, ხოლო ატიკის რეგიონში გადაადგილება აკრძალულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე.

onalem

ტესტ