fbpx
საზოგადოება

რამდენ ხანს გასტანს კარანტინი, რომელიც შესაძლოა ათენში დაწესდეს?!

პროფესორი ალკივიადის ვატოპულოსი მედიასთან განმარტავს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი, რომელიც ატიკის რეგიონში და შესაბამისად, ათენში შეიძლება დაწესდეს.

“მე არ ვიცი გვაქვს თუ არა იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ახალი ზომების შედეგებს. ექსპერტთა კომიტეტის წევრები ითხოვენ გაცილებით მკაცრ ზომებს, ვიდრე ახლა მთავრობამ მიიღო.

გვქონდა შეთავაზება, რომ აკრძალულიყო მიმოსვლა რეგიონებს შორისაც, მაგრამ მოხდა ამ იდეის ჩანაცვლება გადაადგილების აკრძალვით ღამის საათებში. 

თუ საჭირო გახდება ატიკის რეგიონში კარანტინის გამოცხადება, ისეთის, როგორიც თესალონიკსა და სერესში გვაქვს, ეს ყველაფერი 15 დღე აუცილებლად გაგრძელდება,” ამბობს პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის ატიკის რეგიონში დაკეტილია კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ მაღაზიები, სილამაზის სალონები, სკოლები.

 

onalem

ტესტ