fbpx
საბერძნეთი

ათენში აფრიკულმა მტვერმა “მახრჩობელა” ატმოსფერო შექმნა – ნახეთ კადრები

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებოდნენ, დღეს აფრიკული მტვრის ინტენსივობა ჰაერში თავის პიკს აღწევს და გარეთ გახედვისას ყველაფერი მოყვითალო ფერშია წარმოდგენილი. მზე არსად ჩანს, ხოლო ატმოსფერო, რომელიც ამჟამად გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ “მახრჩობელაა”.

Eurokinissi-ს მიერ წარმოდგენილ ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ გამოიყურება საბერძნეთის დედაქალაქი შორი ხედებით.

სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ აფრიკული მტვერი ხვალიდან ნელ-ნელა დაგვტოვებს და საკმაო ხანს აღარ შეგვაწუხებს, თუმცა, ექსპერტები იმ ადამიანებს, რომელთაც სასუნთქი გზების ქრონიკული პრობლემები აწუხებთ, მოუწოდებენ, რომ პროფილაქტიკისთვის ექიმს მიმართონ.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ