fbpx
საბერძნეთი

30-31 გრადუსი შაბათ-კვირას საბერძნეთში – იდეალური ამინდი სანაპიროებზე გასასვლელად

სავარაუდოდ ატიკის სანაპიროები დღეს და ხვალაც ხალხით აივსება, ვინაიდან სეზონისთვის 9-10 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

შაბათ-კვირას საბერძნეთში ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება და ვისაც ზღვაზე სიარულის დაწყება სურს, ნამდვილად იდეალური პირობებია, თუნდაც მხოლოდ ზღვის აბაზანების მისაღებად.

“მიმდინარე უქმეები საკმაოდ ცხელი გვექნება, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, რაც მომდევნო პერიოდშია მოსალოდნელი. კლიმატური კრიზისი თავის სახეს ავლენს და ჩვენი ქვეყანა ამის “კარგი” მაგალითია. ტემპერატურა ნორმალურთან შედარებით მინიმუმ 9 გრადუსით მეტია და ეს ნამდვილად არ არის კარგის მომასწავებელი. საბერძნეთში ზაფხული მთელი ორი თვით ადრე მოვიდა,” ამბობენ მეტეოროლოგები.

რაც შეეხება აფრიკულ მტვერს, სინოპტიკოსები კონკრეტულად ვერ თანხმდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, მტვრის ინტენსივობა ჰაერში საბერძნეთის დასავლეთითა და სამხრეთით გაიზრდება მომდევნო კვირის სამშაბათსა და ოთხშაბათს.

ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

 

onalem

ტესტ