fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ვაქცინაციის სერთიფიკატების დასასრული საბერძნეთში – ცვლილებები 1 მაისიდან

1 მაისიდან საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატების გამოყენება უქმდება.

კერძოდ, 1 მაისიდან საბერძნეთში სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად აღარ იქნება საჭირო ვაქცინაციის სერთიფიკატებისა და ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა.

ამგვარად, თანაბრდება აუცრელთა და აცრილთა უფლებები, სოციალური აქტოვობების თვალსაზრისით.

1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საბერძნეთის საზღვრის კვეთის მსურველ ადამიანებს აღარ ექნებათ რომელიმე (ვაქცინაციის ან დაავადების) სერთიფიკატის ქონის ვალდებულება.

მიუხედავად ამისა, მედია დასძენს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სექტემბრიდან ისევ თავიდან განიხილება და არ არის გამორიცხული, რომ კვლავ შევიდეს ძალაში, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ.

ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულების მოხსნასაც, რაც წესით 1 ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა, ჩანს, რომ პროფესორთა ნაწილი ყოყმანობს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ