fbpx
პოლიტიკა

ბერძნული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსებმა უკრაინიდან სკვითების ოქრო მოიპარეს

ბერძნული მხარე დიდ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ უკრაინაში, მელიტოპოლის მუზეუმიდან სკვითების საგანძური მოიპარეს. როგორც უკრაინელები იუწყებიან, სკვითების ოქრო რუსებმა მოიპარეს მუზეუმიდან და გაურკვეველია საგანძურის ამჟამინდელი მდგომარეობა.

მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სკვითების ოქრო მუზეუმიდან გაიტაცეს და წარმოდგენა არ აქვთ, თუ სად შეიძლებოდა, რომ გადაეტანათ. შეგახსენებთ, რომ ფედოროვი ომის დაწყების პირველ დღეებში რუსებს ჰყავდათ გატაცებული და შემდეგ მისი გათავისუფლება მოხერხდა.

რუსების მიერ მსგავსი დანაშაულის ჩადენის შესახებ ადგილობრივები მარიუპოლიდანაც იუწყებიან. როგორც ირკვევა, მარიუპოლის მუზეუმიდან ძვირფასი ნახატები და ქანდაკებები მოიპარეს.

რაც შეეხება სკვითების განძს, ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნით თარიღდება. ოქრო სრულიად შემთხვევით ადგილობრივმა აღმოაჩინა და შეიცავს სკვითურ-ბერძნულ საგანძურსაც, რომელიც აქილევსის ცხოვრების ერთგვარი რეპრეზენტაციაა. როგორც არქეოლოგები აღწერენ, ეს კოლექცია ერთ-ერთი ფასდაუდებელი არქეოლოგიური აღმოჩენაა უკრაინაში.

საბერძნეთის  კულტურისა და სპორტის მინისტრი რუსების ქმედებებს ბარბაროსულსა და უპატიებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსები კულტურულ საგანძურს იპარავენ. ბერძნული მხარე ცალსახად გმობს მსგავს ქმედებებს.

onalem

ტესტ