fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქირის და კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირს

ΕΛΣΤΑΤ-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და საუბარი აღარ არის თანხის გადადებაზე, არამედ ძირითადი საჭიროებების დაფარვის სირთულის წინაშე დგას.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარს, უფრო კონკრეტულად, 47,3%-ს უჭირს ქირის, კომუნალური გადასახადების ან სესხის გადახდა ყოველთვიურად. ხოლო ოჯახების 44,3% აცხადებს, რომ უჭირთ გასწვდნენ ისეთ საჭიროებებსაც, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში პირველ რიგში დგას და წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, ანუ არ ვსაუბრობთ ფუფუნების ნივთების შეძენაზე ან მოგზაურობის შესაძლებლობაზე.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში სიღრიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი უდრის 26,1%-ს, რაც არც თუ ისე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი 2022 წლის შემდეგ – განსხვავება მხოლოდ 0,2%-ია.

onalem

ტესტ