fbpx
საბერძნეთი

კაროლაინის ოჯახს მისი საფლავის ქვის შეცვლა სურს – ქალბატონი სუზანა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია

კაროლაინის ოჯახი განადგურებულია, მის დედას, ქალბატონ სუზანას, ჯერჯერობით არ შეუძლია მედიასთან საუბარი, რადგან არ აქვს ამის ძალა, თუმცა, ნათესავების საშუალებით დიდ მადლობას უხდის მთელ საბერძნეთს მხარდაჭერისა და ტკივილის გაზიარებისთვის.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი გოგონას დედ-მამას სურს, რომ მისი საფლავის ქვა შეიცვალოს. ქვაზე გამოსახულია მისი ფოტო ქორწილიდან და აქვს წარწერა “საყვარელ დედას, მეუღლესა და ქალიშვილს.” აღნიშნული ფოტო და წარწერა უკვე აღარაფერს ნიშნავს, რადგან კაროლაინის სიცოცხლე საკუთარი მეუღლის ხელით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონ სუზანას არცერთი წუთით არ უფიქრია, რომ ბაბი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ქალიშვილის მკვლელი, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც იწერებოდა და ისმოდა. მას ანაგნოსტოპულო საკუთარი შვილივით უყვარდა და ახლა ამ ყველაფრის გამოაშკარავების ფონზე, შოკურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ