fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ნაგვის ყუთში საჭმლის კონტეინერში ჩადებული ჩვილის ცხედარი იპოვეს

ბერძნული საზოგადოება ტელეკომპანია SKAI-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შეძრა. კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა სანაგვე ყუთში, სადაც ძირითადად გადასამუშავებლად ვარგისი ნაგავი იყრება (“ანაკიკლოსი”), ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ინციდენტი 2018 წელს მოხდა, თუმცა, თანამშრომელმა მხოლოდ ახლა გაამჟღავნა, როდესაც ისინი საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხელფასების გადაუხდელობის გამო.

მან გარკვევით თქვა, რომ 2018 წლის დასაწყისში “ანაკიკლოსის” ყუთში იპოვა ჩვილი, რომელიც საჭმლის კონტეინერში იყო მოთავსებული და ცხადია, გარდაცვლილი იყო.

ისინი აპროტესტებდნენ, რომ 1.5 წლის მანძილზე ასეთი 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

onalem

ტესტ