fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ 20 წლის გოგონასა და 68 წლის ქალს მანქანა დაეჯახათ

წარმოუდგენელი შემთხვევა ვერიაში, ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა, სადაც ადამიანები დღეს დილით, ჩვეულ რეჟიმში, ტრანსპორტს ელოდებოდნენ დანიშნულების ადგილას წასასვლელად. დაახლოებით 09:40 საათზე აღნიშნულ გზაზე მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და იქ მდგომ ორ ქალს დაეჯახა.

როგორც ცნობილი გახდა, შეჯახებას ემსხვერპლა 20 წლის გოგონა (ალბანეთიდან) და 68 წლის ქალბატონი (ბერძენი), რომელიც მანქანამ დაახლოებით 25 მეტრში გადააგდო იმ ადგილიდან, სადაც ის იდგა. მანქანას 64 წლის მამაკაცი მართავდა, რომელმაც როგორც თქვა, თავბრუ დაეხვა და გონებას კარგავდა, სწორედ ამის გამო ვეღარ დაიმორჩილა საჭე.

მისი განცხადებების მიუხედავად, მამაკაცი დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს ინციდენტის სიმძიმე:

 

onalem

ტესტ