fbpx
საბერძნეთი

ბერძენ პენსიონერს “შეცდომით” 3,100 ევრო დაუკავეს და ახლა არ იციან, უკან როგორ დაუბრუნონ

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით ცნობილი გახდა ბერძენი მამაკაცის ამბავი, რომელიც პენსიაზე გასასვლელად შესაბამისი დოკუმენტაციის ჩასაბარებლად მივიდა და აღმოაჩინა, რომ წლების მანძილზე 3,100 ევრო დაუკავეს, მხოლოდ “შეცდომით”.

პანაიოტის ხრისანთიდისი აცხადებს, რომ 2012 წელს პენსიებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რაც ეხებოდა დამატებითი პენსიისთვის გარკვეული რაოდენობის თანხების დაკავების გაუქმებას. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, 2018 წლამდეც კი, ეს მცირე რაოდენობის თანხები იჭრებოდა მისი შემოსავლებიდან. ამ დროისთვის მამაკაცი ურბანული დაგეგმარების დირექტორად მუშაობდა და დატვირთულ გრაფიკთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც, აღნიშნულ დეტალებს ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან თანხები უმნიშვნელო რაოდენობის იყო.

2023 წელს კი, როდესაც მამაკაცმა შესაბამის უწყებას მიმართა, რომ პენსიაზე გასულიყო, უთხრეს, რომ წლების მანძილზე “შეცდომით” უკავებდნენ თანხებს და ახლა მისთვის 3,100 ევრო აქვთ უკან დასაბრუნებელი, მაგრამ არ იციან, როგორ დააბრუნებენ ამ თანხას.

მისი განცხადებით, ზუსტად 6 თვეა, რაც ამ საკითხზე არანაირი სიახლე არ აქვს და დარწმუნებულია, რომ ΕΦΚΑ-ში თავს არ შეიწუხებენ მისი პრობლემის მოგვარებით, ვინაიდან ყოველ ჯერზე სხვადასხვა განყოფილებებში ამისამართებენ.

onalem

ტესტ