fbpx
საბერძნეთი

გიორგოს ტრაგას ვაჟი, ფრედი ტრაგა, სრულად აცხადებს უარს მამის მემკვიდრეობაზე

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგოს ტრაგას ვაჟი, ფრედი ტრაგა, სრულად აცხადებს უარს მამის მემკვიდრეობაზე. ეს ნიშნავს, რომ ეფთიმიოს-ფრიდერიკოს ტრაგა კანონიერად ამბობს უარს, მამის მიერ დატოვებულ ანდერძში მონაწილეობაზე, რაიმე კუთხით.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თავად ტრაგას ადვოკატი ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ ფრედი ტრაგას არანაირი ცოდნა არ ჰქონდა მამის საქმიანობასა და იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც ამხელა ქონება მოიპოვა, შესაბამისად, არ სურს ამ ყველაფრიდან, არც თანხის და არც უძრავი ქონების მიღება. ის აბსოლუტურად გადის ანდერძში მითითებულ ადამიანთა სიიდან.

ამას გარდა, როგორც ირკვევა, ფრიდირიკოს ტრაგა სრულ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს ნებისმიერ უწყებასთან, რომელიც მასთან გასაუბრებას მოისურვებს. მან 6 ივნისს სიმბოლური თანხა გადარიცხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში.

 

onalem

ტესტ