fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთი იტალიის გზას ადგას და ხალხი ჯერ კიდევ იცინის” – ბერძენი პროფესორი

“ჩვენ ვხედავთ იტალიას, სადაც ახლა კორონავირუსით ინფიცირების 20.000-მდე შემთხვევაა. საბერძნეთი ზუსტად მიჰყვება მის ნაბიჯებს და ხალხი ჯერ კიდევ იცინის ამაზე,” აცხადებს ბერძენი პროფესორი, დიმიტრის კურეტასი და მოსახლეობას გამოღვიძებისკენ მოუწოდებს.

“ის, რაც მე დავწერე, არასოდეს ყოფილა აზრს მოკლებული. გუშინ წინ 130 შემთხვევა გვქონდა, შემდეგ 230 და თუ ამ გზას გავყვებით, შემდეგი შაბათისთვის 1.000 ინფიცირებული გვეყოლება. 25 მარტისთვის კი 4.000 ან 5.000. არ გავაგრძელებ მეტს, რომც საჭირო იყოს.

საბერძნეთს 600 საწოლი აქვს რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ყველაზე დაბალი რიცხვია ევროპაში, წარმოიდგინეთ, რომ გერმანიას 30.000 ადგილი აქვს. 

ფაქტი, რომ ხალხი სანაპიროებზე დადის, მეუბნება, რომ მათ არ აქვთ სერიოზულად გაცნობიერებული, თუ რა მოხდება. იტალიის ნაბიჯებს მივყვებით და ხალხი ქუჩებში ჯერ კიდევ იცინის. 

თქვენ გჭირდებათ რადიკალური ზომები, რადგან სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავ.”

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მასშტაბით ამჟამად 331 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილია. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდის, პირადი ჰიგიენის დაცვისა და სახლში ყოფნისკენ.

onalem

ტესტ