fbpx
საბერძნეთი

“სუპერმარკეტებში შესვლისას ხალხს ბარათი გადაეცემა, გამოსვლისას კი უკან ჩააბარებენ” – ადონის გეორგიადისი

ადონის გეორგიადისი საბერძნეთის სუპერმარკეტებში დღეიდან ამოქმედებული წესების შესახებ იუწყება. მინისტრი თავად იმყოფებოდა დღეს დილით ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში, ვიდრე გაიღებოდა და როგორც კი გაიღო დაახლოებით 25 ადამიანი შევიდა ერთად. მათ ძირითადად ხელთათმანების და ანტისეპტიკური საშუალებების შეძენა სურდათ.

როგორც გეორგიადისი ამბობს, თითოეულ კლიენტს სუპერმარკეტში შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რათა ცნობილი იყოს, თუ რამდენი ადამიანი იქნება შიგნით, კვადრატული მეტრის მიხედვით, ხოლო როდესაც ის დატოვებს სავაჭრო ტერიტორიას, ბარათს უკან ჩააბარებს. ამ გზით გაკონტროლდება მომხმარებელთა რაოდენობა სუპერმარკეტებში.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუპერმარკეტების თაროები სავსეა, ხოლო ანტისეპტიკური საშუალებებით ხუთშაბათს მომარაგდება, რაც შეეხება ნიღბებს, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ მათაც აუცილებლად მოიტანენ.

“არ არსებობს პანიკის საფუძველი. მთავარია თავიდან ავიცილოთ გადატვირთულობა,” ამბობს გეორგიადისი.

onalem

ტესტ