fbpx
საბერძნეთი

კვირას ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება – საბერძნეთში სუსხის შემდეგ გაზაფხული ნაადრევად მოდის

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სუსხიანი დღეების შემდეგ საბერძნეთში ამინდი სულ მალე გაუმჯობესდება და შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხული ნაადრევად მოვა. ცივი ჰაერის მასებს ნელ-ნელა ჩაანაცვლებენ თბილი ჰაერის მასები და როგორც ბოლო პროგნოზები აჩვენებს, შაბათ-კვირას ტემპერატურა 17-19 გრადუსამდეც კი აიწევს.

კონკრეტულად, შაბათ დღეს, ათენში დაფიქსირდება 17-18 გრადუსი, კვირას 16-17 გრადუსი, თესალონიკში ტემპერატურა ასევე 16-17 გრადუსამდე მოიმატებს, პატრაში 13-14 გრადუსამდე, ირაკლიოში ჰაერი 16-17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ლარისაში დაფიქსირდება 17-18 გრადუსი.

ხვალ, ხუთშაბათს, მოასლოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დასავლეთითა და აღმოსავლეთით, ასევე, პელოპონისოს, ევიასა და კრეტაზე.

ატიკის რეგიონში ხვალ ჰაერი 13-14 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში ნავარაუდევია 12-13 გრადუსი.

ათენი:

თესალონიკი:

onalem

ტესტ