fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: მედდა ბავშვებს დიდი რაოდენობით საძილე საშუალებებს აძლევდა

ფლორინას სოციალური კეთილდღეობის ცენტრიდან შოკისმომგვრელი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მედდას, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მუშაობდა როგორც ექსკლუზიური კოვიდ პერსონალის წევრი, ადანაშაულებენ, რომ ბავშვებს ფარულად აძლევდა საძილე საშუალებებს.

საუბარია ჟელიბონებზე, რომლებიც შეიცავს საძილე ნივთიერებებს და ქალი ბავშვებს პერმანენტულად აძლევდა მათ, რათა დაეძინებინა. აღნიშნული ფაქტი შენიშნა შენობის ზედამხედველმა და დაუყოვნებლივ შეატყობინა ხელმძღვანელობას. შემდეგ კი, დაუყოვნებლივ მიაწოდეს ინფორმაცია სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ოფისს, პარალელურად კი, რეაგირება მოახდინა შრომის მინისტრმა, დომნა მიხაილიდუმ.

ირკვევა, რომ მედდამ აღნიშნული საძილე ნივთიერებები სტრუქტურის გარეთ შეიძინა, რადგან მათ აფთიაქებში არ მოიპოვება მსგავსი შემცველობის ჟელიბონები. ამას გარდა, ჩატარდა შემოწმება და ამოიღეს ჟელიბონების ორი ყუთი.

აღნიშნულ ჟელიბონებს აქვთ თავისი დანიშნულება, მაგრამ ქალი ბავშვებს გადაჭარბებული დოზით აძლევდა, ვიდრე ეს რეკომენდებულია.

 

onalem

ტესტ