fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“როგორც დედას ისე გთხოვთ, წამოდით, ვერაფერს გადავარჩენთ” – პოლიციელის გულისამაჩუყებელი სიტყვები ქალს, რომელიც სახლს არ ტოვებს

ხანძრებისგან გამოწვეული ვითარება არა მხოლოდ კატასტორფულია, არამედ უკიდურესად ემოციური… ადამიანებს არ სურთ საკუთარი სახლების დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი სულ რამდენიმე ნაბიჯშია. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქონება, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იშრომეს, ფერფლად შეიძლება იქცეს რამდენიმე წუთში.

ვრცელდება მორიგი გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციის ოფიცერს ქალის ხელი უჭირავს და როგორც დედას ისე სთხოვს იქაურობა დატოვოს, რადგან ხანძარი სულ უფრო და უფრო დაბლა ჩამოდის და უხსნის, რომ აზრი არ აქვს არაფერს, ვერაფერს გადაარჩენენ.

ქალბატონი უარს ამბობს წასვლაზე და უნდა, რომ სახლი დაწვისგან იხსნას, მაგრამ როგორც კადრებიდანაც ჩანს, ეს მდგომარეობა რიგითი ადამიანების მხრიდან კონტროლს არ ექვემდებარება.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ