fbpx
საბერძნეთი

რთული ვითარება საბერძნეთში: ხანძრის პირველ ფრონტზე მომუშავე მეხანძრემ გონება დაკარგა

მეხანძრეებს მიმდინარე დღეებში უკიდურესად რთული სამუშაოს შესრულება უწევთ. ხანძრების ეპიცენტრში ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ცეცხლს გავრცელებაში ხელი შეუშალონ და სახლები იხსნან, მაგრამ ზოგჯერ არსებული ვითარებას ადამიანური შესაძლებლობები არ ჰყოფნის.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ნეა პერამოს ტერიტორიაზე ხანძრის პირველ ფრონტზე მომუშავე მეხანძრეს გული წაუვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე შემხუთველი კვამლია, ხოლო თავად მეხანძრეს დამცავი ნიღაბი არ ეკეთა, გონება დაკარგა. ცხადია, მის დასახმარებლად დაუყოვნებლივ მობილიზდა სამედიცინო ბრიგადა და თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.ა

ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

 

onalem

ტესტ