fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: რა ბედი ეწევათ 6 და 18 თვის ბავშვებს, რომელთაც მამამ დედა მოუკლა?!

კრეტაზე, კერძოდ კი, სიტიაში, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ლოგიკური გამოსავალი მოუძებნოს სულ რაღაც 6 და 18 თვის ბიჭებს, რომლებიც დედის გარეშე დარჩნენ, ხოლო მამა ცოლის მკვლელობის ბრალდებით ციხეში ჩაჯდება.

როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცმა პათოლოგიური ეჭვიანობის ფონზე საკუთარი მეუღლე სიცოცხლეს შვილების თვალწინ გამოასალმა. მას მეორე შვილიც ჰყავს პირველი ცოლისგან, ქალი ადრეულ ასაკში სიმსივნის დიაგნოზით დაიღუპა. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ შეირყა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ამჟამად პოლიცია და სასამართლო მუშაობს თემაზე, თუ ვის გადაეცემა მცირეწლოვანთა მეურვეობა.

საუბარია უამრავ ვარიანტზე: მიმღებ ოჯახებზე, თავად ამ ოჯახის ნათესავებზე და ა.შ.

საქმეში გამოძიებას სოციალური აგენტებიც ეხმარებიან.

იხილეთ სიუჟეტი:

onalem

ტესტ