fbpx
საზოგადოება

ბერძნული ტელესივრცის დედოფალი, ელენი მენეღაკი ტელეკომპანია Mega-ს ტოვებს

სატელევიზიო სივრცეში “დიდი” დაბრუნებიდან 3 წლის შემდეგ ელენი მენეღაკი ისევ ტოვებს ტელევიზიას. აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანმა თავად აცნობა საკუთარ კოლეგებსა და საზოგადოებას.

მენეღაკიმ მშვიდად და მოკრძალებულად განაცხადა, რომ მომდევნო სეზონზე ტელეკომპანია Mega-ს ეთერში აღარ იქნება, რადგან მისი კონტრაქტი აღარ გრძელდება, შესაბამისად, ტელევიზიას დატოვებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

უცნობია, რას გადაწყვეტს ელენი, რომელიმე სხვა არხის საშუალებით გამოჩნდება ეკრანებზე თუ სხვა კარიერულ გზას აირჩევს, რაც ალბათ, საზოგადოებისთვის რთული წარმოსადგენია, ვინაიდან მენეღაკი ბერძნული ტელევიზიის განუყოფელი ნაწილია.

ელენიმ სატელევიზიო სივრცე 2020 წელს დატოვა, ხოლო 2021 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, დაბრუნებისას კი, ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ძალიან მოენატრა ცისფერი ეკრანი.

onalem

ტესტ