fbpx
საბერძნეთი

რა უნდა გავაკეთოთ, თუ დამსაქმებელმა სააღდგომო ფულადი საჩუქარი არ ჩაგვირიცხა?!

1-ლი მაისი, ოთხშაბათი, ბოლო დღეა, როდესაც საბერძნეთში დამსაქმებლებმა თანამშრომლებს სააღდგომო საჩუქარი უნდა ჩაურიცხონ, სწორედ ამიტომ თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, საჭიროების შემთხვევაში.

სააღდგომო საჩუქარი გამოითვლება 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით სამუშაო პერიოდით, ასეთ შემთხვევაში თანხა სრულად გერიცხებათ და შეადგენს ხელფასის ნახევარს. თუ ეს პერიოდი სრულად არ გიმუშავიათ, კუთვნილი თანხის რაოდენობა შეგიძლიათ გამოითვალოთ ქვემოთ მოცემულ პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ მიზნით.

https://www.kepea.gr/calc-doro-pasxa.php

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, თანხა არ ჩაგერიცხათ სწორი რაოდენობით ან საერთოდ არ ჩაგერიცხათ, უნდა მიმართოთ შრომის ინსპექციას, თქვენი სამსახურის მისამართის მიხედვით.

ასევე, არსებობს ალტერნატივა, რომ საჩივარი შეიტანოთ ანონიმურად და ამისთვის დარეკოთ ნომერზე 1555.
ამას გარდა, აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეკითხვა ან პირდაპირ საჩივარი კანონდარღვევასთან დაკავშირებით https://www.kepea.gr/contact.php?ask=8

onalem

ტესტ