fbpx
საბერძნეთი

მატის ტრაგედიის სასამართლო პროცესი: მოსამართლის გადაწყვეტილების მოსმენისას დაღუპულის ოჯახის წევრმა სკამი ისროლა

დღეს მატის ტრაგედიასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი შედგა, რომელიც ინციდენტებით დასრულდა. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ 21-დან მხოლოდ 6 ბრალდებული ცნეს დამნაშავედ, მაგრამ ეს ადამიანებიც, რომელსაც მხოლოდ 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, 40.000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მოსმენისას დაღუპულთა ოჯახის წევრებმა იმედგაცრუება ვერ დამალეს და ერთ-ერთმა მათგანმა სკამიც კი ისროლა, რის გამოც თავადაც დააკავეს. ანგელოს კონტოთანოსი აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე, რადგან იმ სასამართლო პროცესზე სწორედ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მზად არის პასუხისმგებლობის ასაღებად იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინა.

მისი თქმით, არავის არ მოუხდია ბოდიში და არ გამოუხატავს მწუხარება, სირცხვილი 104 დაღუპულის ოჯახის წევრების მიმართ.

“კიდევ ვნახავთ სხვა მატის, კიდევ გვექნება მორიგი ტემპი, უბრალოდ, არ ვიცით, ვისი შვილები იქნებიან შემდეგი,” ამბობს ბ-ნი კონტოთანოსი.

onalem

ტესტ