fbpx
საბერძნეთი

ზაფხულის შვებულება – რამდენი დღე გვეკუთვნის საბერძნეთში და როდის უნდა დაგვერიცხოს თანხა?!

სულ რაღაც ორ დღეში ოფიციალურად დგება ზაფხული და მოსახლეობა უკვე ეძებს იდეებს, თუ სად წავიდეს საკუთარი შვებულების გასატარებლად. ცხადია, შვებულების დასაგეგმად აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენი დღე გვეკუთვნის და როდის ირიცხება შვებულების თანხები.

შვებულების დღეებზე დამსაქმებელი და დასაქმებული უნდა შეთანხმდნენ, ბიზნესის უმეტესმა თანამშრომელმა შვებულება უნდა აიღოს 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. დამსაქმებელი ვალდებულია, რომ შვებულება მოთხოვნიდან 2 თვის ვადაშიც და ზოგადად, შეთანხმდეს შვებულები სხვა დღეებზეც კალენდრული წლის ბოლომდე.

თუ თანამშრომელი 1 წელი ანუ 12 თვე მუშაობს სამსახურში, კვირაში 5 დღე, აქვს უფლება აიღოს 21 დღე წელიწადში, ხოლო ვინც მუშაობს 6 დღე კვირაში, აქვს უფლება აიღოს 25 დღე. თუ მესამე წელი და მეტი მუშაობთ აღნიშნულ სამსახურში, გაქვთ უფლება აიღოთ 22 დღე, თუ კვირაში 5 დღე მუშაობთ, ხოლო თუ კვირაში 6 დღე მუშაობთ, შესაძლებელია აიღოთ 26 დღე.

რაც შეეხება შვებულების თანხას, დამსაქმებელმა ის უნდა ჩაგირიცხოთ შვებულებაში გასვლამდე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მუშაობს კონტრაქტით, სხვა შემთხვევებში კი, დამსაქმებელს თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვს.

onalem

ტესტ